20:22 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 17:21:56, 4667 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა სირიაში, ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს

თურქეთმა სირიაში იდლიბის რეგიონში, ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შეიძლება, ნებისმიერ დროს  დაიწყოს. - ამის შესახებ BBC იუწყება.

„ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ნებისმიერ ღამეს, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე.“ - განაცხადა თურექთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა.

კვირას, ტრამპის ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები არ მიიღებს მონაწილეობას თურქეთის ოპერაციაში და შეთანხმების საფუძველზე პასუხისმგებლობის ქვეშ იქნებიან ბოლო ორი წლის განმავლობაში დატყვევებული IS-ის შეიარაღებული დაჯგუფებების წევრები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონიმიკის განადგურებით ემუქრებოდა, თუ კი თურქული მხარე სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ, ქურთულ ძალებს დაესხმებოდა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარის გაყვანა დაიწყო, - ამის შესახებ DW იუწყება. ჯარების გაყვანით ამერიკა თურქეთს დაგეგმილი სამხედრო ოპერაციისთვის გზას უთავისუფლებს.

მოამზადა: ლიკა ბესელიამ 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics