|
2019-10-07 16:21:14, 1384 ნახვა
პოლიტიკა
ნათელაშვილი - ტაქსების ბიზნესში 700 მილიონი ტრიალებს, რომელიც კარგად გამოთვალა ივანიშვილმა და კალაძემ
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა ქალაქში მასშტაბური აქციები მოეწყოს, რომელსაც „ლეიბორისტული პარტიაც“ შეუერთდება. ამასთან, ნათელაშვილი ტაქსების რეფორმას თბილისის მერს კახი კალაძის პირად ინტერესებს უკავშირებს და ამბობს, რომ რეფორმა მხოლოდ მძღოლების ბაზრიდან გაძევებას და მათ ნაცვლად კალაძის კერძო კომპანიის შემოყვანას ემსახურება. ,,არამარტო მძღოლებს წაერთვათ საარსებო გარემო და ლუკმაპურის შოვნის საშუალება, არამედ მგზავრებისთვის გაძვირდა და გაორმაგდა გადაყვანა დედაქალაქის ერთი წერტილიდან მეორეში. ამ ყოველივემ კი ეკონომიკაზე იმოქმედა . ამ ბიზნესში 700 მილიონი ტრიალებს, რომელიც კარგად გამოთვალა ივანიშვილმა და კალაძემ და დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს ამ სფეროს ყველაზე არაადამიანური, ულმობელი და გულქვა მეთოდებით ხელსი ჩაგდება. შემდგომი მოქმედება მთელი 30-32 ათასი ტაქსისტის ბაზრიდან გაყრა იქნება და შექმნიან თავიანთ ახალ კომპაიებს. კალაძემ უკვე შექმნა ვოლტი და იანდექსი. თავისი ახლობლების და პარტიული აქტივისტების დასაქმება“,- ამბობს შალვა ნათელაშვილი. გიორგი ჩაფიძე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)