|
2019-10-07 14:36:13, 2111 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან ერთად, ტაკიძეების საჯარო სკოლის მასწავლებელს შუშანა ტარიელაძესა და დღვანის საჯარო სკოლის მასწალებელს თამარ ტაკიძეს პროფესიული დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. შუშანა ტარიელაძემ პროფესიული საქმიანობა ინწკირვეთის საჯარო სკოლიდან დაიწყო და ტაკიძეების საჯარო სკოლაში გააგრძელა. სხვადასხვა დროს ასწავლიდა მშობლიურ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, სამართალმცოდნეობას. 2012 წლიდან კი დაწყებითი კლასის მასწავლებელია. მოსწავლე - ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეს ემსახურება გულმოდგინედ და შესაშური ენერგიით, რისთვისაც არაერთი სიგელითა და მადლობის ბარათით არის დაჯილდოვებული. სერთიფიცირებული პედაგოგი ,,ესეების“ კონკურსის გამარჯვებული და პრეზიდენტის ჯილდოს მფლობელია. 2018 წელს გახდა წამყვანი, ხოლო 2019 წლის სექტემბრიდან მიენიჭა მენტორის სტატუსი.
50 წელია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა დამსახურებული პედაგოგი თამარ ტაკიძე. 70 წლის პედაგოგი პროფესიას პირველად ტაკიძეების საჯარო სკოლაში ეზიარა. ოჯახის შექმნის შემდეგ მოღვაწეობა დღვანის საჯარო სკოლაში გააგრძელა და დღემდე მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას. სერთიფიცირებულმა პედაგოგმა არაერთი წარმატებული ადამიანი აღზარდა. დიდია ასევე მისი წვლილი მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადებსა თუ სხვა კონკურსებში მოპოვებულ წარმატებებში. „ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია. თქვენ ხართ ის ადამინები, რომლებსაც მომავალი თაობის სწავლა-განათლების საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი და პასუხისმგებლობა გაკისრიათ, თქვენ ქმნით ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს. ვულოცავ ყველა მასწავლებელს პროფესიულ დღეს და პირველ რიგში, მადლობას ვუხდი მათ გაწეული ღვაწლისთვის და საპატიო შრომისთვის“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)