|
2019-10-07 14:07:48, 8651 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილმა „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“ გახსნა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“ გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე და კიბერთავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კიბერუსაფრთხოება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი და ეროვნული დონის პრიორიტეტია. საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე, კიბერსაფრთხეებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და კიბერინციდენტებზე რეაგირების ეფექტიანობის გაზრდის გზებზე მსჯელობენ. „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2019“ სსიპ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)