|
2019-10-05 14:53:47, 3465 ნახვა
რეგიონი
აჭარაში წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა. პროფესიული დღესასწაულია აღსანიშნავად, ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ პედაგოგებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმასპინძლა. „მინდა ყველა მასწავლებელს მივულოცო პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადო თაობების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. სახელმწიფომ განათლება მთავარ პრიორიტეტად დაისახა. ამ მნიშვნელოვანი იდეისგანხორციელებაში უდიდესია მასწავლებლების როლი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მასწავლებლის პროფესია სულ უფრო დასაფასებელი და პრესტიჟული გახდეს"-განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა. წელს სპეციალურმა კომისიამ 35 მასწავლებელი გამოავლინა, რომლებმაც ბოლო სასწავლო წლის განმავლობაში პროფესიულ, შემოქმედებით საქმიანობასა და მომავალი თაობის აღზრდაში წარმატებებს მიაღწიეს. წლის შედეგებით საუკეთესო პედაგოგებს შორის ბათუმიდან -12, ხელვაჩაურიდან - 7, ქობულეთიდან -5, ხულოდან და შუახევიდან 4 - 4, ხოლო ქედიდან -3 პედაგოგი შეირჩა. დაჯილდოების ღონისძიებას აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები და წევრები, პოლონეთის ელჩი, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, მუნიციპალიტეტის მერები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები დაესწრნენ. წარმატებული პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად იმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)