12:20 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 18:17:31, 4254 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: 2020 წელს კაპიტალური პროექტების სახით ქვეყანაში, ჯამში, 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება

2020 წელს, კაპიტალური პროექტების სახით ქვეყანაში, ჯამში, 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტი მორგებულია მოქალაქეებზე და 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში მიღებული შემოსავალი სწორედ  მოსახლეობის საჭიროებებზე მიიმართება.

„მომავალ წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პროგნოზირებული გვაქვს 5%-ის ოდენობით. ამაზეა დაფუძნებული ჩვენი რესურსები. ასევე, ჩვენ დაბალ ნიშნულზე - 2.7 პროცენტზე შევინარჩუნეთ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. და რაც მნიშვნელოვანია, არ შევამცირეთ კაპიტალური ხარჯების წილი ბიუჯეტში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროგრესი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics