|
2015-07-15 16:07:19, 662 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდი ბრწყინვალე საერო–სახალხო დღესასწაულს ვლაქერნობას ზეიმობს
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი შესამოსელის ვლაქერნაში დიდებით დადების დღე – ვლაქერნობას ზუგდიდში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია და მხარის გუბერნატორი დაესწრო. ღვთისმშობლის შესამოსელი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მუზეუმის საცავიდან ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრამდე ყოვლად უწმინდოესობამ და მრევლმა მიაცილა. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. სადღესასწაულო წირვა ლოცვა აღევლინა რუსულ ენაზე. დღეს საგანგებოდ მოსალოცად ზუგდიდს ესტუმრნენ რუსეთის სხვადასხვა ეპარქიის მართლმადიდებელი სამღვდელოების წარმომადგენლები. ღვთისმშობლის პატიოსანი შესამოსელი დღეს მთელი დღე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში არის დაბრძანებული და მოლოცვის საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)