|
2015-07-15 13:50:05, 756 ნახვა
ეკონომიკა
ქადაგიძე: ჩვენ გვაქვს უფრო დიდი და მდიდარი სახელმწიფო აპარატი და ბიუროკრატია, ვიდრე ეკონომიკას შეუძლია აიტანოს
„დღეს ჩვენ გვყავს უფრო დიდი და უფრო მდიდარი სახელმწიფო აპარატი და ბიუროკრატია, ვიდრე ეს ჩვენს ეკონომიკას შეუძლია აიტანოს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის მიერ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაზე კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტში წარმოდგენილი ცვლილებები არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალობას. „ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის შემდეგი: ზოგადად ჩვენ მივესალმებით ბიუჯეტის კორექტირებას, ამაზე ჯერ კიდევ იანვარში ვსაუბრობდით. ბიუჯეტის კორექტირება საჭიროა, თუმცა წარმოდგენილი ცვლილებები, ჩვენი აზრით, არაა საკმარისი. ცვლილებები არ ასახავს იმ გამოწვევებს და რეალობას, რომელიც ქვეყანაშია. ჩვენი რეკომენდაცია მიმდინარე და ბიუროკრატიის ხარჯების უფრო მეტად შემცირებაა, რაც დაეხმარება, როგორც ზოგადად ეკონომიკურ ზრდას, ასევე ლარის გაცვლით კურსს. დღეს ჩვენ გვყავს უფრო დიდი და უფრო მდიდარი სახელმწიფო აპარატი და ბიუროკრატია, ვიდრე ეს ჩვენს ეკონომიკას შეუძლია აიტანოს და ეს, რა თქმა უნდა, ყველა პარამეტრზე აისახება. ჩვენი მთავარი რჩევა, რომელიც წარმოდგენილია ეროვნული ბანკის დასკვნაში, მდგომარეობს იმაში, რომ შემცირდეს მიმდინარე და ბიუროკრატიის აპარატის შენახვის ხარჯები“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, არსებული საგარეო შოკის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი ახალ რეალობას ასახავდეს. „დღეს ჩვენ ვიმყოფებით მნიშვნელოვანი საგარეო შოკის პირობებში, ჩვენ გვაქვს საგადამხდელო ანგარიშის შოკი. წლიურად საქართველოში შემოვა მილიარდი დოლარით უფრო ნაკლები, ვიდრე შემოდიოდა წინა წელს. ამიტომ ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის, პირველ რიგში, ბიუჯეტი, უნდა ასახავდეს ამ რეალობას. ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი იქამდე, სანამ არ მოვახერხებთ ისეთი ფუნდამენტური ფაქტორების აღმოფხვრას და შემომავალი ფუნდამენტური ნაკადების გაზრდას, როგორიცაა ექსპორტი, ტურიზმი, გზავნილები“, - აღნიშნა ქადაგიძემ.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)