|
2019-10-02 17:03:29, 3836 ნახვა
რეგიონი
აჭარის სოციალური პარტნიორობის კომისიის სხდომა გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის მესამე სხდომა ჩატარდა. სხდომას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა - ილია ვერძაძემ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ - ირაკლი პეტრიაშვილმა და უკრაინის პროფკავშირების ფედერაციის პრეზიდენტმა - გრიგორ ოსოვოიმ, რომლებმაც ისაუბრეს რეგიონულ დონეზე კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე, სოციალური პარტნიორობისა და დიალოგის შედეგად პრობლემების მოგვარების შესაძლებლობაზე. სხდომაზე მხარეებმა, 2019 წლის 15 მარტის კომისიის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს, შვებულების გამოთვლის შესახებ საკითხის შესწავლის, შესაბამისი რეკომენდაციის პროექტის მომზადებისა და მისი კომისიისათვის წარსადგენად დამატებით ორი თვის ვადა მისცა. ასევე შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ორი თვის ვადაში კომისიას წარუდგენს სამოქმედო გეგმას. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 24 აპრილის N10 დადგენილებით შეიქმნა. სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა განახორციელა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)