|
2019-10-01 13:22:58, 3056 ნახვა
რეგიონი
ანთაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისის ნიშნები არ არსებობს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისის ნიშნები არ არის. აღნიშნულის შესახებ განცხადება ანთაძემ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მორიგი შეხვედრის წინ გააკეთა. მისივე განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ვითარება განიხილება. „დღეს განვიხილავთ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს. ვინაიდან ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხი მათ პირდაპირ დაუკავშირეს ყოველგვარი ობიქტური მიზეზისა და საფუძვლის გარეშე ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებს, ბუნებრივია ამ კონტექსტში ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს და კიევ ერთელ ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ ჰუმანიტარული განზომილება, რაც უკავშირდება მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და მათი ყოველდღიური პირობების გაუმჯობესებას ეს იქნება სოციალური მომსახურება, სამედიცინო სერვისი თუ სხვა რამ მიუღებელია, რომ იყოს ვაჭრობის საგანი და ვინმე ამით შეეცადოს პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას. რაც შეეხება ახალგორში შექმნილ ვითარებას, როგორც კრიზისის, ამის შეფასების არანაირი ინდიკატორი ამ ეტაპზე არ არსებობს. თუმცა, თუ დროულად არ გაიხსნა და მოსახლეობას არ მიეცა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რაღაც პერიოდში მათ აუცილებლად შეექმნებათ კონკრეტული პრობლემები“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)