|
2019-09-30 19:24:18, 2228 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: პირველად ბათუმის ბულვარს განაშენიანების გეგმა ექნება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ბათუმის ბულვარის შესახებაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ პირველად თავისი არსებობის მანძილზე ბულვარს ექნება განაშენიანების გეგმა, რაც ერთხელ და სამუდამოდ მოაწესრიგებს იქ არსებულ მდგომარეობას. „ხელი მოვაწერეთ ბულვარის განვითარების გეგმას. ბულვარი არის ბათუმისთვის ნამდვილად სავიზიტო ბარათი და პირველად ისტორიაში ამ ძალიან მნიშვნელოვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ექნება განაშენიანების რეგულირების გეგმა. ეს გეგმა მიზნად ისახავს ბულვარის იერსახის შენარჩუნებას, განვითარებას როგორც ლანდშაფტური, ისე რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. არავის მიეცემა საშუალება უხეშად ჩაერიოს ბულვარის განვითარებაში, რაც სამუდამოდ მოაწესრიგებს არსებულ გამოწვევებს," - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. 27 სექტემბერს, ბულვარის კოლონადებთან, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარისთვის განვითარების ძირითადი ორიენტირი არსებული იერსახის შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია, ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, სარეკრეაციო ზოლის, კვების თუ დასასვენებელი ობიექტების მოწესრიგება იქნება. შედეგად, შეიქმნება კომფორტული და უსაფრთხო რეკრეაციული გარემო ადგილობრივ და საერთაშორისო დამსვენებელთა ყველა ჯგუფისთვის - იქნება ეს ბავშვები, ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)