04:30 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 12:37:50, 1980 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი სააკაშვილზე: დურაკი და ცრუპენტელაა - შეიძლება გვირაბი გამოთხაროს და ჩამოვიდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ქართველ სამხედროებს, რომლებიც აგვისტოს ომში მონაწილეობდნენ, სამართლებრივი დევნა არ ემუქრება. 

"არც ერთი ჩინის, არც უმაღლესი, არც საშუალო, არც დაბალი ჩინის ქართველ სამხედროს არ ემუქრება არანაირი სამარtლებრივი დევნა. ვინაიდან რუსეთი შემოიჭრა ჩვენ ტერიტორიაზე და ჩვენ თუ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებთ, ამის დასაბუთებაც გაგვაჩნია, რომ ამ შემოჭრას ხელი შეუწყო სააკაშვილმა. ის დურაკია, და იმიტომ აკეთებს, კასანდრაა და არის ელემენტარულად ცრუპენტელა. შეიძლება გვირაბი გამოთხაროს და ჩამოვიდეს", - განაცხადა ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აიძულებს ჯარისკაცებს მისცენ ჩვენებები მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, თითქოს 8 აგვისტოს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვის ბრძანება იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics