10:44 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 12:17:19, 1287 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: 2020 წლის ბიუჯეტზე, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზეა დაყრდნობილი, მუშაობას ვასრულებთ

 „2020 წლის ბიუჯეტი ჩვენი საზოგაოდების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ ინტერესებს ითვალისწინებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთვრობის რიგგარეშე სხდომის დროს განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტი განიხილება. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა,  საფინანსო დოკუმენტში ასახულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელსაც ეყრდნობა მმართველი პოლიტიკური გუნდი. გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ამ ბიუჯეტის ეფექტიან შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის განვითარება 2020 წელს.

„ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტზე მუშაობას ვასრულებთ და საბოლოო განხილვა გვექნება ჩვენ დღეს, რის შემდეგაც ამ ბიუჯეტს წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს. ბიუჯეტის პროექტი ჩვენი მთელი გუნდის შრომის შედეგია. მასში ასახულია ის ძირითადი პროექტები, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ეყრდნობა, გარდა ამისა, ამ ბიუჯეტის ეფექტიანი შესრულება და ამ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ეფექტიანი განვითარება 2020 წელს. 2020 წლის არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით განმსჭვალული და ეკონომიკური განვითარების არის ჩვენი მოქალაქის უფრო მეტი შესაძლებლობებისთვის. ამიტომ ჩვენ მივიჩნევთ, რომ მოქალაქეების საჭიროებებზე არის დაყრდნობილი ეს ბიუჯეტი და რაც მთავარია, ის ითვალისწინებს ჩვენი საზოგაოდების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ ინტერესებს. იმ ჯგუფების, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული და  რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არიან ბავშვები და რა თქმა უნდა, არიან ჩვენი პენსიონერები, ღვაწლმოსილი მოხუცები, რომებზეც ზრუნვის ვალდებულება ჩვენ გვაქვს. ასევე, რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებელებზე, ექიმებზე, სამართალდამცველებს და ჯარისკაცებზე. სწორედ, ამიტომ ამ ბიუჯეტის ძირითადი პრინციპი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
ბათუმის მერიის თანამშრომელმა დიდი ოდენობით ქრთამი აიღო, იგი დაკავებულია
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ მოსკოვის ოლქსა და სანქტ-პეტერბურგის მახლობლად Wildberries-ის საწყობებს შეუტია, ხუთი ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics