|
2019-09-30 11:08:29, 1624 ნახვა
რეგიონი
სოფლებში მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ბეკამის, ცოცხნარას, ბჯნისისა და აძვის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე სოფლებში არსებული საკითხები და ძირითადი საჭიროებები განიხილეს. საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კუთხით პროგრამების განხორციელების მნიშვნელობას. ადგილობრივებმა მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას დეტალურად გააცნო ყველა ის პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. „სახელმწიფო პროექტების ფარგლებში, რეალური ხელშესახები შედეგები უკვე არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩაერთოს აღნიშნულ პროექტებში და მიიღოს ის სარგებელი, რასაც სახელმწიფო სთავაზობს. ჩვენი მიზანია, ფერმერებმა გააფართოონ წარმოება, შექმნან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და გაზარდონ შემოსავლები“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტების დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. როგორც შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობის ძირითადი საჭიროებები მაქსიმალურად იქნება ასახული მომავალი წლის ბიუჯეტში და მათი მოგვარება ეტაპობრივად განხორციელდება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გამართავენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)