|
2015-07-14 17:40:06, 604 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტი ანდრეა: არის მოთხოვნა, რომ ახალგორის რაიონში მოღვაწე სასულიერო პირებმა იქაური მოქალაქეობა მიიღონ
გორისა და ატენის პიტროპოლიტ ანდრეა გვაზავას ინფორმაციით, არის გარკვეული მოთხოვნა, რომ ახალგორის რაიონში მოღვაწე ქართველმა სასულიერო პირებმა იქაური მოქალაქეობა მიიღონ. თუმცა, მიტროპოლიტიკის თქმით, ეს დაშინების საფუძველზე არ ხდება და არც დევნას ჰქონია ადგილი. „არაკორექტული განცხადებები, თავისთავში შეიცავს საშიშროებას, ახალგორის რაიონში მოღვაწე სასულიერო პირებს გაურთულდეთ მდგომარეობა. იქ, მეუფე ისაიას ხელმძღვანელობით მოღვაწეობენ მონაზვნები, სამღვდელოება. დღეს, საქართველოს ეკლესიას ისინი წარმოადგენენ. ჩვენთვის, ყველასთვის, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ქართული მოსახლეობისთვის და მართლმადიდებელი ოსებისთვის. შესაძლოა, ისინი იქიდან გამოაძევონ, არ ვფიქრობთ, რომ დააკავებენ... გამოაძევებენ. მაგრამ, არის მოთხოვნა, რომ მოხდეს იქ მყოფი სასულიერო პირების მიერ იქაური მოქალაქეობის მიღება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ მუქარას და დაშინებას ადგილი არ ჰქონია... ეს რაღაც პირობაა, რომელსაც მათ უყენებენ“, – აღნიშნა ანდრეა გავზავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)