09:39 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 13:05:23, 2732 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება, ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის დამაზიანებელია

„ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის“, - ამის შესახებ „მთავარ არხს“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

კვირიკაშვილი უკმაყოფილოა მამუკა ხაზარაძის გარშემო განვითარებული მოვლენებით.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ზოგადად ანაკლიის პორტის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლა ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია.

„ხაზარაძესთან დაკავშირებით რაც ხდება, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის და წყალში ჩაყრა ძალიან ბევრი ადამიანის ნაშრომის. ასევე მოგონილი ისტორია და ზღაპრები თითქოს ჩვენ, მე და ხაზარაძე ერთად რაღაცეებს ვაპირებდით არის მოგონილი კონკრეტული ადამიანების, რომლებსაც ამ მითის მოგონება აწყობდათ. ძალიან სამწუხარო არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს არათუ დაიჯერა, არამედ მთელი მოქმედებები ააგო ამ მითებზე“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics