|
2019-09-28 12:57:14, 2985 ნახვა
რეგიონი
სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ყვავილის, თანიანთკარის, არაგვისპირის, ჩინთისა და დაბა ჟინვალის მოსახლეობას შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საკითხებად შიდა გზების მოწესრიგება, წყალმომარაგების გაუმჯობესება და სოფლების გაზიფიცირება დაასახელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ მსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია საშუალებას იძლევა მოხდეს თითოეული სოფლის საჭიროების იდენტიფიცირება და მომავალი წლის ბიუჯეტში ასახვა. როგორც მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ მოსახლეობას განუცხადა, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად მოხდება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ჟინვალისა და ჩინთის წყალმომარაგების სისტემებს, მიმდინარეობს ჟინვალში არსებული საბავშვო ბაღის შენობის გაფართოება, უახლოეს პერიოდში დასრულდება სარემონტო სამუშაოები არაგვისპირის საჯარო სკოლაში, ასევე მიმდინარეობს შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები. ახლო მომავალში იგეგმება ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ჟინვალში და წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა სოფელ ყვავილში. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გიორგი მოსიძე, ისკო დასენი, თენგიზ ხუბულური და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ესწრებოდნენ. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთანაც გაიმართავენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)