|
2015-07-14 17:11:24, 658 ნახვა
საზოგადოება
ილია ვეკუას არქივი მისმა შთამომავლებმა ეროვნულ არქივს გადასცეს
ეროვნულ საარქივო ფონდს გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ვეკუას პირადი ფონდი შეემატა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, მრავალი უცხოური მეცნიერებათა აკადემიისა თუ საზოგადოების წევრის პირადი დოკუმენტები საქართველოს ეროვნულ არქივს მისმა შვილიშვილებმა - პროფესორებმა მარინე ვეკუამ და ილია თავხელიძემ უსასყიდლოდ გადასცეს. „ეროვნული არქივი არის ის ორგანიზაცია, სადაც ილია ვეკუას არქივი იქნება სათანადოდ მოვლილი და დაცული. ჩვენი სურვილია, ყველა დაინტერესებული მკვლევარისათვის ეს საარქივო მასალები ხელმისაწვდომი გახდეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მარინე ვეკუამ. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის თქმით, არქივში დაცულ მასალებს შორის ილია ვეკუას პირადი ფონდი გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)