08:48 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 12:43:29, 1251 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი - მაქსიმალურ ტემპერატურას წევენ, ომის ზღვარს რომ მიუახლოვდება, ყველა გარბის, კაციშვილს ვერ იპოვი

ყველა ეჯიბრება ერთმანეთს, მაქსიმალურად ტემპერატურა აწიონ, ომის ზღვარს რომ მიუახლოვდება, დღენახევარში ვინ სად გარბის, კაციშვილი ვერ იპოვის, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც ოპონენტები გამოეხმაურა, რომლითაც მათ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გაერო-ში გამოსვლა გააკრიტიკეს.

მისი შეფასებით, „ოპონენტების მთავარი პრობლემაა, რომ ნებისმიერი რიტორიკა, რომელიც დაპირისპირების ისეთ დონეს არ გულისხმობს, რომელიც პრაქტიკულად ომის ზღვარზე გადის, ყველაფერი ითვლება პრორუსულობად“.

„ომის წკიპზე რომ ხარ და აქედან თუ ოდნავ დაშორდი ეს იგი პრორუსული ხარ. ეს არის ძალიან მახინჯი და მანკიერი მიდგომა, რომელიც ვიცი, ოპონენტებს ახასიათებს და მგონია, რომ ეს არ გადავა ჩვენს მოსახლეობაზე, ყოველ შემთხვევაში ძირითად ნაწილზე. ყველა ეჯიბრება ერთმანეთს, რომ მაქსიმალურად ტემპერატურა აწიონ, ოღონდ ომის ზღვარს რომ მიუახლოვდება, იცით, რომ დღენახევარში ვინ სად გარბის კაციშვილი ვერ იპოვის“, - განმარტა მაჭავარიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics