|
2019-09-26 10:25:47, 995 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი ლავროვი: საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი, მგონია, ეს სწორი ნაბიჯი იქნება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ის საქართველოსთან ავიამიმოსვლას აღადგენდა, - ამის შესახენ დიპლომატმა "კომერსანტთან" ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, რუსი დიპლომატის მტკიცებით, ის ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთან მეგობრობას. "საქართველოსთან პირდაპირ ფრენებს აღვადგენდი. მგონია, რომ ეს იქნება სწორი, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გაიაზრა იმ პროვოკაციული ხრიკის კონტრპროდუქტიულობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მოხდა. მაშინ, ოპოზიციურმა პარტიებმა უხეშად ჩაშალეს ეს ღონისძიება და შემდეგ რუსეთს დააბრალეს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რამაც თითქოს რუსოფობიური კამპანია გააღვივა. მაგრამ, იქ არაფერი მომხდარა შეთანხმებული პროცედურის გარდა, რომელიც მძვინვარე ხალხის ჯგუფმა შეაჩერა. მათ სხვათაშორის წინასწარ მომზადებული პლაკატები ჰქონდათ. ისინი ამას გააზრებულად აკეთებდნენ. რუსოფობიური ისტერიის მიზეზი დარბაზში რუსული დელეგაციის გამოჩენა ნამდვილად არ ყოფილა. ყოველთვის მხარს ვუჭერდი საქართველოსთან მეგობრობას", - განაცხადა სერგეი ლავროვმა. გარდა ამისა, ლავროვის თქმით, 2019 წლის ზაფხულში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმებულიყო და შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. თუმცა, როგორც ლავროვმა განმარტა, ივნისის მოვლენებმა ეს პროცესი უკან დახიეს. "ეს არ იყო ადვილი. საბოლოოდ, ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამას გავაკეთებდით, რათა ხალხებს კომუნიკაციის დამყარების საშუალება ჰქონოდათ და ტურიზმის განვითარებას ხელი შეწყობოდა. ივნისის გამოხტომამ, რა თქმა უნდა, უკან დახია მთელი პროცესი", - განაცხადა ლავროვმა.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)