20:23 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 17:58:01, 7733 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: აშშ-ში არ ყოფილა პრეზიდენტი, რომელსაც ისე ცუდად ექცეოდნენ, როგორც მე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "დემოკრატიული პარტიის" მიერ მისი იმპიჩმენტის მომზადების პროცესს ეხმაურება. 

ამასთან, როგორც ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის აშშ-ის ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც "ასე ცუდად ექცევიან".

"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა პრეზიდენტი, რომელსაც ისე ცუდად ექცეოდნენ, როგორც მე. დემოკრატებს შიში და სიძულვილი აწუხებთ. ასეთი რამ სხვა პრეზიდენტის მიმართ არ უნდა დავუშვათ. კუდიანებზე ნადირობა“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი. 

ცნობისთვის, საქმე ეხება სატელეფონო საუარს, რომელიც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის ივლისში შედგა. ამ საუბრის შინაარსმა ამერიკის "დემოკრატიული პარტიის" კრიტიკა დაიმსახურა. კერძოდ, როგორც "დემოკრატები" აცხადებენ, ტრამპი ზელენსკის დაემუქრა, და 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატის და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაედინის შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა. ამასთან, როგორც თეთრი სახლის ლიდერის ოპონენტები ამტკიცებენ, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუჩერებდა. ხსენებული ბრალდებების შემდეგ, "დემოკრატებმა" დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics