|
2019-09-20 14:35:46, 1110 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს - დიეგო კოლასს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა ფრანგულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება განიხილეს. მხარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ეფექტიანი ორმხრივი თანამშრომლობის მაგალითია 2019 წლის 10 მაისს საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი ადმინისტრაციული შეთანხმება, რომლის საფუძველზე მიმდინარე წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთში 6 თვის ვადით 3 პოლიციის ოფიცერი მიავლინა. აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის დახმარების აღმოჩენა საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოვლენასა და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაში. ვახტანგ გომელაურმა და საფრანგეთის ელჩმა დამატებით განიხილეს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კუთხით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები.
(NS)
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)