18:42 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 16:52:03, 2785 ნახვა

რეგიონი
შუხევში ახალი სასწავლო წლის სამზადისი დაიწყო

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.

 შეხვედრაზე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.განიხილეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შუახევის  მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში იგეგმება.

 წელს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო დაბა შუახევის საჯარო სკოლის მშენებლობა, სასწავლო პროცესი კი პანსიონის შენობაში განახლდება. სპორტული ინვენტარი გადაეცა ფურტიოს, ჯაბნიძეებისა და შუბნის სკოლებს, ხოლო ოლადაურის, დღვანისა და ქიძინიძეების სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო მხატვრული ლიტერატურით. ლაბორატორია მოეწყო ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში.

წელს, შუახევში 110 პირველკლასელია, რომლებსაც საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადაეცემათ.

 მუნიციპალიტეტში  77 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის წესით შეირჩა  10 პედაგოგი, ხოლო დარჩენილ  67 ვაკანსიაზე გამოცხადებულია კონკურსი.


 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics