03:50 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-11 13:18:47, 1867 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩმა, გიორგი გახარიასთან შეხვედრისას, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დაგმო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.

დიპლომატმა მთავრობის მეთაურს თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს.

განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირთან დიალოგის უმაღლესი დონის ფორმატის, როგორც უპრეცენდენტო და საქართველოსთვის შექმნილი პლატფორმის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ფორმატი ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენს.

გიორგი გახარიამ ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული ღირებულებების ერთგულია და დემოკრატიის კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. ელჩმა ჰარცელმა შეშფოთება გამოთქვა ე.წ ბორდერიზაციის პროცესსა და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის ბარიერების შექმნის გამო და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის როლს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობის შენარჩუნებაში და ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics