16:54 - 07 Jul, 2026
|
2015-07-12 18:41:39, 653 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკში დამონტაჟებული მონიტორი გაითიშა
ვაკის პარკში დამონტაჟებული მონიტორი, სადაც გაყიდული და დარჩენილი ბილეთების შესახებ ინფორმაცია იყო განთავსებული, ამ დროისთვის გათიშულია. შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად რამდენი ბილეთია დარჩენილი. მონიტორი დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაითიშა. ტექნიკური ჯგუფის ინფორმაციით, პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით 8700 ბილეთია გაყიდული. ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სალაროები ბოლო ბილეთის გაყიდვამდე იმუშავებს. უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დილის 9 საათიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის პირველი კატეგორიის, 75 ლარიანი ყველა ბილეთი გაყიდულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)