02:37 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 15:22:54, 1980 ნახვა

პოლიტიკა
ფილიპ რიკერი: საოკუპაციო ხაზთან ჩამოსვლა და ახალ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მაიკლ პომპეომ მთხოვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ რიკერმა, რომელიც EPRC-ის  თბილისის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ბორდერიზაციის შედეგებზე  დაკვირვება მას სახელმწიფო მდივანმა,  მაიკ პომპეომ  სთხოვა.

რიკერის თქმით, მაიკ პომპეოსგან მას ახალ პრემიერთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრაც აქვს დავალებული.

"ველოდები საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას იმასთან დაკავშირებით, თუ რა [ზომებს] მიმართავენ ისინი. აშშ და ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს მოკავშირეებად რჩებიან. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მთხოვა, ჩამოვსულიყავი და შევხვედროდი ახალ პრემიერს, აგრეთვე მოვსულიყავი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, სადაც როგორც ვხედავთ, ადგილობრივ მოსახლეობას მშვიდობიანი ცხოვრება გართულებული აქვს“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.

ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics