11:49 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 13:22:35, 1500 ნახვა

საზოგადოება
„ემზარი დაგჩინჩლავთ და გაგიშვებთ“ - ზუგდიდის მერიის თანამშრომელი „სირცხვილიას“ მონაწილეებს

ზუგდიდის მერიის ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის მოადგილემ, ზაზა ფარცვანიამ Facebook-ზე აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტები გაავრცელა.

ზაზა ფარცვანიამ „სირცხვილიას“ მონაწილეებს ქათმები უწოდა და  ამგვარად მხარი  „სირცხვილიასთან“ დაპირისპირებულ დეპუტატს, ემზარ კვიციანს დაუჭირა.

"ემზარი მაგარი კაცია"..."კურიცი, ნე ხადიტე ნა ულიცე, თორემ ემზარი დაგიჭერთ, დაგჩინჩლავთ და გაგიშვებთ"- წერს ფარცვანია Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ  8 სექტემბერს, პარლამენტის შენობასთან  საპროტესტო აქციის  მიმდინარეობისას,  „პატრიოტა ალიანსის“ დეპუტატს,  ემზარ კვიციანსა და  აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. „სირცხვილიას“ აქტივისტებმა დეპუტატს  „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს, რამაც  კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics