11:51 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 12:32:23, 1999 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან „სირცხვილიას“ წევრებსა და ემზარ კვიციანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტიდან გამოსულ „პატრიოტა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს.

აღნიშნულმა კვიციანის გაღიზიანება გამოიწვია. მან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარის შემდეგ აქციის მონაწილეები კვიციანის დაკავებას ითხოვდნენ, თუმცა პოლიციას ის არ დაუკავებია. კვიციანმა ტერიტორია უკვე დატოვა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას აპროტესტებენ. ამასთან, სამოქალაქო ატივისტებმა ადგილზე სიმბოლურად ცხვრები მიიყვანეს და განაცხადეს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ.









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics