16:54 - 07 Jul, 2026
|
2015-07-12 11:50:43, 811 ნახვა
საზოგადოება
„ცოცხალ რიგში“ მდგომ გულშემატკივრებს ბილეთების ყიდვის საშუალება არ ეძლევათ
სუპერთასის მატჩზე დასწრების მსურველები, ვაკის პარკში ისევ ორნაწილად არიან გაყოფილები. ბილეთების გაყიდვა მხოლოდ სიის მიხედვით მიმდინარებს, „ცოცხალ რიგში“ მყოფებს კი, ამის საშუალება არ ეძლევათ. როგორც „ექსპრესნიუსს“ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა განუცხადა, ბილეთების მყიდველების მსურველებმა 100–მდე სია შეადგინეს. ამ სიის ამოწურვის შემდეგ, თუ ბილეთები დარჩება, მაშინ მათი ყიდვის საშუალება „ცოცხალ რიგში“ მდგომებსაც მიეცემათ. ცნობისთვის, ვაკის პარკში შეკრებილი გულშემატკივრები სიებს 3 დღის განმავლობაში ადგენდნენ. „ცოცხალი რიგი“ კი, რამდენიმე საათის წინ შეიქმნა. სალაროებთან, ბილეთების შესაძენად 50–50 კაციან ჯგუფებს უშვებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)