|
2019-09-06 15:19:24, 1388 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ში აშშ-ს ელჩი: აშშ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტებს მომავალშიც გამოაშკარავებს
ეუთოში მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, კერძო, სოფლებში გუგუტიანთკარსა და ჩორჩანაში არსებულ ვითარების შესახებ. აღინიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას. საბჭოზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ეუთოში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორის განცხადებით, აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. თავის გამოსვლაში ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთს მოუწოდა „შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია; გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად". ელჩის განცხადებით, ბორდერიზაციის პროცესი უსამართლოდ აისახება ამ რაიონში მცხოვრებ ქართულ მოსახლეობაზე და იწვევს მათ მოწყვეტას საკუთარი მიწის ნაკვეთების, სახლების, საარსებო წყაროებისა და აუცილებელი ინფრასტრუქტურისგან. ამასთან ე.წ. საზღვრის გავლება არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებს. ჯეიმს გილმორის თქმით, შეერთებული შტატები კვლავ დააკვირდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსული სამხედრო ძალების ზრდას და მომავალშიც გამოაშკარავებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტებს. https://osce.usmission.gov/on-the-situation-in-georgia/
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)