00:40 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 15:43:59, 1281 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: სიმბოლურია, რომ მოსამართლემ, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრი გაასამართლა, შემდეგ სააკაშვილი გაასამართლა

 „ის მოსამართლე, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრი 2011-2012 წელს გაასამართლა, ამავე მოსამართლემ უკვე მიხეილ სააკაშვილი გაასამართლა და მიუსაჯა მას პატიმრობა დაუსწრებლად“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რითაც დეპუტატ ეკა ბესელიას კითხვას, მოსამართლეების საკითხზე გამოეხმაურა.

ღარიბაშვილის განმარტებით, თუ ადამიანი გულრწფელად ნანობს თავის საქციელს და საქმით აჩვენებს სინანულს, რთულია ამ ადამიანებს არ მისცენ შანსი.
 

„მესმის, რომ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მოსამართლეების სიამ. ერთ-ერთ ჩემს გამოსვლაში მაგალითიც მოვიყვანე, რომ ის მოსამართლე, რომელმაც ჩემი ოჯახის წევრი 2011-2012 წელს გაასამართლა, ამავე მოსამართლემ უკვე მიხეილ სააკაშვილი  გაასამართლა და მიუსაჯა მას პატიმრობა დაუსწრებლად. მე ასეთი აზრი მაქვს, თუ ადამიანი გულწრფელად, ამ შემთხვევაში, საქმით აჩვენებს სინანულს ან აქვს სურვილი რომ ჩადგეს სახელმწიფო სამსახურში, მე მგონი, ძალიან რთული საკითხია ადამიანებს არ მივცეთ შანსი გამოსწორების. მგონი, სიმბოლური იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯა მოსამართლემ და ამით ალბათ, მან გამოისყიდა წარსულში მის მიერ დაშვებული გადაცდომები თუ დავალებები. სადავო საკითხია, მაგრამ მე ასე ვფიქრობ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics