08:44 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 15:14:12, 1284 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი ბახტაძეზე: გადადგომას არ აფასებენ, ეს მისი გადაწყვეტილებაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება. 

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ბახტაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება არაკორექტული იქნება.

"არაკორექტული იქნება, რომ აქედან შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა. ხვალ იქნება იმის დრო, რომ კომენტარები გაკეთდეს. გადადგომას არ აფასებენ. ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც ეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, მგონი უნდა დაველოდოთ და მე პირადად დაველოდები. საერთოდ, მიმაჩნია, რომ შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები არ აკეთებენ განცხადებებს საზღვარგარეთ. ეს არის შიდა პოლიტიკური, უნდა ჩავიდე, გავიგო რა ვითარებაა და შემდგომში შეიძლება განცხადების ან შეფასების გაკეთება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "იმედთან" საუბრისას. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics