|
2019-08-31 10:35:48, 1597 ნახვა
საზოგადოება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები გრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფლების შინდისის, ფხვენისისა და ნიქოზის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრებზე საუბარი შეეხო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს და არსებულ პრობლემებს. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხების მოგვარებაზე, მათ შორის, ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ის პროექტები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც გორის მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. შეხვედრზე ხაზგასმით აღინიშნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართულობის და მსგავსი ფორმატის შეხვედრების მნიშვნელობა. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება ასახული შეხვედრებზე გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრისა და საჭიროებების უზრუნველყოფის გზები. გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილი, ენძელა მაჭავარიანი და კობა კობალაძე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)