|
2019-08-30 16:22:34, 1440 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკი“ სტატუს მომხმარებლებს ახალ პროდუქტს სთავაზობს
„თიბისი ბანკი“ სტატუს მომხმარებლებს ახალ პროდუქტს სთავაზობს, რომელიც მათ მომავალში დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაეხმრება. კომერციული იპოთეკური სესხი განკუთვნილია კომერციული ან საცხოვრებელი ფართის შესაძენად, სამშენებლოდ ან სარემონტოდ. ახალი სესხი 2 მიმართულებას სთავაზობს მომხმარებელს: საცხოვრებელი ბინის შეძენისთვის სესხი იმ შემთხვევაში გაიცემა, თუკი მეპატრონე მომავალში მას გასაქირავებლად გამოიყენებს. ამ შემთხვევაში ფართის შეძენისთვის, რემონტისთვის ან ასაშენებლად აუცილებელი პირობაა მომხმარებელი საიჯარო შემოსავალს ერთი ბინიდან მაინც იღებდეს, ანუ უკვე აქირავებდეს ერთ ბინას. თიბისი სტატუსის მომხმარებელს აღნიშნული სესხით ასევე ფართის კომერციული მიზნებისთვის შეძენაც შეუძლია. ამ შემთხვევაში სხვა ფართის ფლობა აუცილებელი არაა. კომერციული იპოთეკური სესხის უპირატესობა ისაა, რომ თანხა, რომელსაც მფლობელი იჯარის სახით მიიღებს სამომავლოდ, გათვალისწინებულია როგორც შემოსავლის წყარო. სესხის აღება კი ყველაზე ხანგრძლივი ვადით - 20 წლითაა შესაძლებელი. სესხის საშეღავათო პერიოდი 6 თვეა, რაც ნიშნავს რომ მომხმარებელს დაფარვის დაწყება 6 თვის შემდეგ შეუძლია. თუ მომავალში ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი და/ან არსებული სხვა საიჯარო შემოსავალი ვერ აკმაყოფილებს სესხისთვის საჭირო შემოსავლის კოეფიციენტს, შესაძლებელია სესხი გაიცეს სხვა არსებული შემოსავლის გათვალისწინებით (თუმცა იქნება 15 წლის ვადით).
(R)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)