|
2019-08-30 13:16:32, 1361 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: მხარს ვუჭერთ პოლიციის პოსტის შენარჩუნებას, ხელისფლებამ მტკიცედ უნდა იმოქმედოს
„ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ პოსტის შენარჩუნებას და ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან მტკიცედ, მშვიდად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არ მისცეს საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებას. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს საპოიციო ბლოკ-პოსტის შენარჩუნებას, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან სიმშვიდეს უზრუნველყოფენ. „საოკუპაციო ძალა, რომელიც არღვევს ყველანაირ კანონს და სამართალს, რომელიც აგრძელებს ოკუპაციას, რომელიც ღობავს ჩვენს სოფლებს, რომელიც იტაცებს ადამიანებს, “გაღმა შეედავეს” პრინციპით ცდილობს ახლა ქართულ მხარეს გააუქმებინოს სრულიად კანონიერი პოლიციის საგუშაგო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ უნდა დავთანხმდეთ და რა თქმა უნდა, არამხოლოდ ეს კონკრეტული საგუშაგო უნდა იქნეს შენარჩუნებული, არამედ უნდა აღდგეს სხვა საპოლიციო პოსტებიც, რომელიც გაუქმებული იქნა ბოლო წლების განმავლობაში. ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი წესრიგის და მშვიდობის დაცვისთვის, ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამიტომ ამ კონკრეტულ საკითხს ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ პოსტის შენარჩუნებას და ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან მტკიცედ, უნდა იმოქმედოს მშვიდად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის მისიასთან ერთად არ მისცეს საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება ისე, რომ უკან არ დავიხიოთ. პოსტი უნდა იქნეს შენარჩუნებული, სხვა პოსტებიც უნდა აღდგეს და დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცედ და მშვიდად მოქმედების შემთხვევაში, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართვის შემთხვევაში არანაირი ნეგატიური შედეგი ამას არ მოყვება და პირიქით ეს პოსტები უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზთან სიმშვიდეს, სტაბილურობას და მეტ დავულობას“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)