|
2019-08-30 11:32:30, 1189 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, აბიტურიენტებს ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ. საბოლოო შედეგების სანახავად აბიტურიენტი სისტემაში პირადი ნომრითა და საგამოცდო საიდენტიფიკაციო კოდით უნდა შევიდეს. „სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე, აგრეთვე „ნედლ“, გათანაბრებულ, სკალირებულ და მინიმალურ გამსვლელ ქულას თითოეულ საგანში. განმარტების სახით განთავსებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლეტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართონ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)