|
2019-08-29 18:08:23, 1447 ნახვა
საზოგადოება
„გინების სტიმული გვარამიამ მოგვცა“ - აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მოქალაქეს Facebook-ში აგინა
უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა "პატრიოტთა ალიანსიდან" მერაბ ბლადაძემ Facebook-ში ერთ-ერთ მოქალაქეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა. დეპუტატს სტატუსი საკუთარ გვერდზე ჰქონდა გამოქვეყნებული, სადაც მას კომენტარი ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაუწერა და მასთან პოლემიკაში შევიდა. მოგვიანებით ბლადაძემ პოსტი წაშალა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. ამასთან, ის უარს ამბობს, ბოდიში მოუხადოს მოქალაქეს, რომელსაც აგინა. "როგორ შეიძლება ვიფიქრო, რომ საჯარო სივრცეში გინება ნორმალურია? არასწორი იყო ნამდვილად ჩემი მხრიდან, ეს არის ძალიან ცუდი. მაგრამ ძალიან გამომიყვანა ამ ქალმა წყობიდან, ძალიან ყოჩაღი ყოფილა. ნამდვილად ცუდი ტენდენციაა, საჯარო სივრცეში გინების სტიმული გვარამიამ მოგვცა, არაა ეგ ნორმალური მაგრამ ხდება ასეც. ამიტომ, ალბათ რაღაც კანონი უნდა მივიღოთ საჯარო სივრცეში გინების წინააღმდეგ კანონმდებლებმა, თუმცა პირველად ეს ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ადამიანებმა. ზოგს ავიწყდება, რომ დეპუტატებიც ადამიანები ვართ დ ხანდახან ვბრაზდებით", - განაცხადა მერაბ ბლადაძემ.
ინფორმაციას აჭარის ტელევიზია და TV25 ავრცელებენ.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)