15:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 14:18:11, 866 ნახვა

რეგიონი
კახეთის რეგიონში 3 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა

29 აგვისტოს მონაცემებით, კახეთის რეგიონში 3,5 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული. აქედან 1,2 ათასი ტონა რქაწითელი, 900  ტონამდე საფერავი, 300 ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე 70 ღვინის მწარმოებელი კომპანია დარეგისტრირდა, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ჩაერთვებიან.

კახეთში რთველი  აქტიურ ფაზაში მომავალი კვირიდან შევა. წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი" (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა.

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.   

 

 

 

(NS) 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics