15:21 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 12:18:08, 1727 ნახვა

საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში 22 წლის პოლიციელი მოკლა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლა. 

მკვლელობა 2014 წლის 27 დეკემბერს ღამის კლუბ "ლეგასში"  მოხდა. მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძეზეა, რომელიც 2015 წლის თებერვალში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან საქართველოს დატოვებას ცდილობდა, თუმცა ის პოლიციამ დააკავა.

სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, რამაზ დევაძე კლუბში მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ამავე საქმეზე არის ბრალდებული. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რამაზ დევაძის მეგობარმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალებს ავიწროვებდა და მათგან სექსუალური ხასიათის მომსახურებას ითხოვდა. სწორედ ამ ფაქტს შეესწრო პოლიციელი თარაშ მუკბანიანი, რომელიც სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა თან ჰქონდა ტაბელური იაღარი. ის ჩაერია კონფლიქტში, რომელიც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბში ჩაერია რამაზ დევაძეც.

თავდაპირველად ორივე ბრალდებულმა პოლიციელი სცემეს, რის შემდეგაც რამაზ დევაძემ მუკბანიანის ტაბელური იარაღიდან მას თავის არეში ესროლა, რის შედეგადაც უკანასკნელი გარდაიცვალა. რამაზ დევაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12-წლიანი თავისუფლებსი აღკვეთა მიუსაჯა. მისჯილი სასჯელიდან დევაძემ მხოლოდ 5 წელი მოიახადა, რის შემდეგაც ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics