|
2015-07-10 14:30:02, 532 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი, განსაკუთრებულ სიმამაცედ არ მიმაჩნია
პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი, განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებლად არ მიმაჩნია, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც „ქართულ მხარეს არ ყოფნის ვაჟკაცობა ღიად წავიდეს რუსეთთან მოლაპარაკებაზე“. წულუკიანის თქმით, საქართველოს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობის მორღვევას არ დაუშვებს. „პუტინთან სტუმრობა და მისთვის ღიმილი განსაკუთრებული სიმამაცის მაჩვენებლად არ მიმაჩნია. საქართველოს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც სტაბილურობის მორღვევას არ დაუშვებს ამ ქვეყანაში, რომელიც ომს არ დაუშვებს და რომელსაც აქვს გონიერი, პრაგმატული და ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკა. ეს არის სწორედ ის, რაც მიმაჩნია მამაცობის საუკეთესო მაგალითად, იმიტომ, რომ გონივრული პოლიტიკის განხორციელება არ არის ადვილი საქართველოსთვის და ის, რაც არ არის ადვილი, არის სწორედ სიმამაცე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)