15:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 10:28:22, 821 ნახვა

რეგიონი
შუახევში მე-8 ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ გაიმართა

შუახევში, თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-8 ფოლკლორული ფესტივალი ,,ჯვარიმინდორი” გაიმართა.

ფესტივალზე, ჭვანის ხეობისთვის დამახასიათებელი ფოლკლორი და ტრადიციული ყოფაცხოვრების ამსახველი ნიმუშები იყო წარმოდგენილი. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების, ადგილობრივ მეწარმეთა მიერ წარმოებული ღვინის, თაფლის, ჭაჭისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა- გაყიდვა.

სპეციალურად ღონისძიებისთვის შუახევის ყოფა - ცხოვრებისა და ტრადიციების ამსახველი ფოტო - მასალაც გამოიფინა.

ღონისძიებაში კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და მოწვეული ჯგუფები მონაწილეობდნენ.  პარალელურად, სპორტული აქტივობებიც მიმდინარეობდა.

ფესტივალში ადგილობრივებთან ერთად, გალობის უნივერსიტეტისა და ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე, აჭარიდან თურქეთში გადასახლებული ქართველების შთამომავლები მონაწილეობდნენ.

ფესტივალი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ,,საზოგადოება ჭვანელი“-ს ინიციატივით, 2012 წელს დაფუძნდა.

ღონისძიების მიზანს, კუთხის კულტურის - ჭვანის ხეობისათვის დამახასიათებელი ფოლკლორისა და სამთო ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე, ტურისტული მარშრუტების მარკირება წარმოადგენს.

ტრადიციის თანახმად, ფოლკლორული ფესტივალი ,,ჯვარიმინდორი“ ყოველი წლის 28 აგვისტოს, წმინდა მარიამის მიძინების დღეს იმართება.

 


 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics