|
2019-08-28 11:52:25, 1780 ნახვა
საზოგადოება
გამვლელის მიერ დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
პეკინის ქუჩაზე გამვლელის მიერ დაჭრილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მცირეწლოვანი ჟვანიას სახელობის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას და მას გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის პალატაშია გადაყვანილი. "აღენიშნებოდა საკმაოდ ღრმა ნაკვეთი ჭრილობები ცხვირის და მარჯვენა ლოყის მიდამოში. დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. ჭრილობები გაიკერა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის", - განაცხადა ყბა-სახის ქირურგმა ნათია ვასაძემ. ცნობისთვის, გუშინ საღამოს, პეკინის #11-ში გამვლელი ქალი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მას სახის არეში, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ბავშვი მშობლებთან და მცირეწლოვან დასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა თავდასხმა. ამის შემდეგ, ქალმა დაჭრილის დისკენ გაიწია და თავდასხმა მასზეც სცადა, თუმცა მცირეწლოვანი გოგონა მამამ დაიცვა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და ის დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)