|
2019-08-27 17:10:41, 1970 ნახვა
საზოგადოება
ასლი: ივანიშვილმა 5 მილიარდი გააკეთა 90-იან წლებში რუსეთში, ჩემი მებაღე გრიშა, მის ადგილას 20 მილიარდს იშოვიდა
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს. ასლი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ფული რუსეთში იშოვა, ხოლო ბანკის დამფუძნებლებმა ეს დაუღალავი შრომით შეძლეს. "ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მამუკას, ბადრის და ივანიშვილს შორის არის ის, რომ მამუკა და ბადრი არიან ბიზნესმენები, ხოლო ივანიშვილი არა ბიზნესმენი, არამედ ოლიგარქია, რომელმაც ფული მოიპოვა რუსეთში რამდენიმე წელიწადში, მხოლოდ იმით რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, როდესაც ამ დროს სხვები მილიარდობით დოლარს შოულობდნენ და მეც ყოველთვის ვხუმრობ ხოლმე, რომ თუ ივანიშვილმა 5 მილიარდი დოლარი გააკეთა 90-იან წლებში რუსეთში, ჩემი მებაღე გრიშა, მის ადგილას 20 მილიარდ დოლარს იშოვიდა. ამ ყველაფრის საპირისპიროდ კი, მამუკამ და ბადრიმ თავიანთი იმპერია შექმნეს ყოველდღიური დაუღალავი შრომის საფუზველზე 30 წლის განმავლობაში, პროფესიონალიზმისა და ეთიკის უმაღლეს სტანდარტებს შენარჩუნებით", - წერს ფადი ასლი.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)