|
2019-08-27 15:04:31, 2181 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს ტელეეთერში სასაუბროდ იწვევს
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ტელეეთერში სასაუბროდ იწვევს. როგორც ხაზარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, საზოგადოებაში ანაკლიის პროექტის მიმართ ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვდა. შესაბამისად, მისი განმარტებით, სწორედ აღნიშნულ საკითხზე იწვევს ბიძინა ივანიშვილს. „ჩვენ თიბისი ბანკში“ მინორიტარული აქციები გვაქვს. ჩვენ არასდროს გვქონია საკონტროლო პაკეტი და სწორედ ამ გადასახედიდან შევქმენით 10-ათას კაციანი ორგანიზაცია. ისევე, როგორც ჩვენ არ გვექნება საკონტროლო პაკეტი ანაკლიაში. ჩვენ ვართ გუნდური მოთამაშეები, ჩვენ ვიზიდავთ ქვეყანაში ახალ პარტნიორებს, ინვესტორებს. ანაკლიაშიც არ გვექნება საკონტროლო პაკეტი, ამიტომ, ვამბობ, რომ ჩვენი არ არის ანაკლია. ახლა ცდილობენ პერსონიფიცირება გააკეთონ - ბადრი, მამუკა და ანაკლია. ჩვენ ჩავეხსენით ანაკლიას, დავრჩით, როგორც დამფინანსებლები. მობრძანდეს ტელევიზიაში, შეიძლება ეს იყოს „იმედი“ და ვისაუბროთ ღიად. რა წინაპირობა ჰქონდა, რა მოლაპარაკებები იყო, რა საუბრები და ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა დაადგეს გამჭვირვალობის გზას. ჩავაბაროთ ანგარიში ადამიანებს. თქვენ იცით, რომ არანაირი განვაცხადე, არანაირი კულისებში მოლაპარაკება. ხშირად მისვამენ შეკითხვას - მამუკა ვერ დაალაგეთ?! - ძმებო, არ გამოვა. „დალაგებები“ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. არასდროს არ „დამილაგებია“ და არც არასდროს არ „დავალაგებ“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)