|
2019-08-26 16:29:58, 1962 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: სრული მზაობა გვაქვს აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე დიალოგი გავაფართოვოთ
„აფხაზეთში ჩატარებულ არც ე.წ. არჩევნებს და არც ამ შედეგებს არანაირი ლეგიტიმურობა არ გააჩნია“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. ციხელაშვილის განმარტებით, ქართველი მხარისგან ყველანაირი მზაობა არსებობს, რომ აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე დიალოგი გაფართოვდეს. „არაერთხელ გაგვიცხადებია და დღეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სრული მზაობა გვაქვს, გავაფართოოთ დიალოგი აფხაზური საზოგადოების ყველა დონეზე. არსებობს შესაბამისი ფორმები და დღეს, როცა ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან 11 წელი გავიდა, ვფიქრობ, ამის საჭიროება კიდევ უფრო მაღალია. აშკარად ვხედავთ, რომ ეს თარიღი იქცა არათუ დამოუკიდებლობის, არამედ რუსეთზე დამოკიდებულების ათვლის წერტილად. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ოკუპაციის პირობებში, წლიდან წლამდე იზრდება დამოკიდებულების, იზოლაციის ხარისხი და მძიმდება მოსახლეობის პრობლემები: უსაფრთხოებით დაწყებული, ჰუმანიტარული, სოციალური, ეკონომიკური პრობლემებით, განათლების ხარისხის დაბალი დონითა და ზოგადად, მომავლის პერსპექტივის ფაქტობრივი არქონით დასრულებული. ამიტომ დღეს, როდესაც ნამდვილად გვაქვს ხელშესახები შედეგები ჩართულობის, შერიგების მიმართულებით, რადგან კონტაქტები ძალიან გაზრდილია, კიდევ უფრო მაღალია ინტერესი, პირდაპირი დაბრკოლებებით რომ არ ეშლებოდეს ხელი. ჩვენთვის აშკარაა, რომ საჭიროა კიდევ უფრო გავაფართოოთ კომუნიკაციის არხები თანამშრომლობის, საერთო ინტერესების გარშემო და დიალოგი მშვიდობაზე. ამაში ვგულისხმობ კონკრეტულ ინიციატივებსაც, რომლებიც ვაჭრობას, განათლებას, ჯანდაცვას დ ა.შ. უკავშირდება. ასევე იმას, როგორ უნდა ავაწყოთ ჩვენ მომავალი უკეთესი პერსპექტივებით“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებუ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. შედეგების თანახმად, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დე-ფაქტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)