|
2019-08-26 12:52:36, 1008 ნახვა
საზოგადოება
მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებისთვის ტრენინგები ჩატარდა
მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრის პროექტის „პრაქტიკული ტრენინგები მევენახე-მეღვინე პროფესიული პროგრამის მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებს ტრენინგები ჩაუტარეს. ტრენინგის ფარგლებში, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევის სამსახურის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მონაწილეებს ღვინის ზადებსა და დაავადებებზე, ვაზის ჯანსაღი, უვირუსო სარგავი მასალის წარმოებაზე თეორიული და პრაქტიკული ლექციები ჩაუტარეს. სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასწავლებლებში ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვაზე, სწავლებასა და მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით პროფესიონალი კადრების მომზადებაზე. პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული ვენახები, სადაც დაცულია ვაზის 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის, ქართული უნიკალური და იშვიათი ვაზის ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის „პრაქტიკული ტრენინგები მევენახე-მეღვინე პროფესიული პროგრმის მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში, ტრენინგის მონაწილეებმა კახეთის რეგიონში ვაზის სანერგეები და ღვინის ქარხნები დაათვალიერეს და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)