|
2019-08-26 10:06:09, 1306 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პარიზში ევროპელ ბიზნეს-ლიდერთა ფორუმს გახსნის
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთს ეწვია. სალომე ზურაბიშვილი 28 აგვისტოს ბიზნეს–ლიდერების ფორუმს გახსნის, რომლის ორგანიზატორია უმსხვილესი ბიზნეს–გაერთიანება MEDEF INTERNATIONAL. ფორუმს საფრანგეთის მსხვილი კომპანიების 700 წარმომადგენელი დაესწრება. მათ შორის ის კომპანიები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ქართულ მხარესთან. წინა წლებში, MEDEF-ის ზაფხულის უნივერსიტეტის მონაწილეებს სიტყვით ნიკოლა სარკოზიმ და ემანუელ მაკრონმა მიმართეს. MEDEF INTERNATIONAL-ი კერძო, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. იგი 800 ათას ფრანგულ საწარმოს აერთიანებს და აღიარებულია საფრანგეთის მთავრობის მნიშვნელოვან პარტნიორად როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ მოლაპარაკებებში. ორგანიზაცია 1989 წელს დაფუძნდა ფრანგული კომპანიების საზღვრებს გარეთ მოღვაწეობის გაფართოების, უშუალოდ სახელმწიფო ლიდერებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო წარმომადგენლებთან ურთიერთობების დალაგების მიზნით. სალომე ზურაბიშვილს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები აქვს დაგეგმილი საფრანგეთის მთავრობის წევრებთან და ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებთან. პრეზიდენტთან ერთად პარიზში დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს სოციალური კამპანია Spend your summer in Georgia - ს ერთ-ერთი ავტორი. ქეთა გოლეთიანი საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ფრანგ მეწარმეებს გააცნობს ინფორმაციას. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ახალგაზრდებთან, პრეზიდენტის ინიციატივაა ქართველმა სტუდენტებმა საკუთარ უნივერსიტეტებში შექმნან საინფორმაციო ბაზა, რომელიც უცხოელ სტუდენტებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)