|
2019-08-25 14:17:39, 1207 ნახვა
საზოგადოება
დავით ბაქრაძე - გამოცხადება რომ ფაროსანა დამარცხდა არის ძალიან დიდი გადაჭარბება
ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო ფაროსანას პრობლემას. ადგილობრივების განცხადებით ფაროსანამ სრულიად გაუნადგურათ თხილის მოსავალი. მათი თქმით არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას მაგრამ უშედეგოდ. „რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ბახტაძემ გამოაცხადა, რომ საქართველოში წარმატებით დასრულდა ფაროსანასთან ბრძოლა. მე მინდა მოვუწოდო მას ყურადღება მიაქციონ ოზურგეთის რაიონს. აქ ამ რაიონში ფაროსანასთან ბრძოლა დასრულებული არ არის, აქ ამ რაიონში ფაროსანა ისევე აზარალებს და აზიანებს მოსახლეობის მოსავალს როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში. დიახ, საქართველოს რამდენიმე რაიონში სიტუაცია ფაროსანასთან დაკავშირებით გაუმჯობესებულია, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ძალისხმევით და მათთან ერთად მოხერხდა ნაწილობრივ ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ იმის გამოცხადება რომ ფაროსანა დამარცხდა არის ძალიან დიდი გადაჭარბება და ამის მაგალითი არის ოზურგეთის რაიონი. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას ყურადღება მიაქციოს ოზურგეთის რაიონის მოსახლეობას. იმიტომ, რომ დღეს მათი თხილი არის დაზარალებული და დაიანებული ფაროსანასგან და ეს არის მათი ერთადერთი შემოსავალი რომელსაც კარგავენ“ - დავით ბაქრაძე
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)