|
2019-08-23 13:25:05, 815 ნახვა
საზოგადოება
ტიხონოვის და მარჯანიშვილის ქუჩებზე გზის საფარი ეწყობა
გლდანის რაიონში, ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, სადაც დღემდე მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ტიხონოვის ქუჩაზე, დაახლოებით, 4 200 კვ.მ ფართობზე, სადაც გამართულია წყალარინების სისტემა, უკვე მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 347 513 ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება მარჯანიშვილის ქუჩას, სამუშაოები დაახლოებით, 5 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის მოსაწყობად მიმდინარეობს. გლდანის რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის თქმით, პრიორიტეტულია სწორედ ისეთი ქუჩების მოწესრიგება, სადაც დღემდე გრუნტის გზაა. „გლდანის რაიონში კიდევ ორი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჟამად ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩების მოწესრიგებას ვახორციელებთ. ამ დასახლებაში გრუნტის გზა იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, სამუშაოების შედეგად კი ასფალტის საფარი მოეწყობა და ეს პრობლემაც გადაიჭრება“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „L & L“ ასრულებს, გლდანის რაიონის გამგებელი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)