14:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-23 12:01:49, 1457 ნახვა

რეგიონი
„მასტერ ლიგის“ შუახევის მუნიციპალური ეტაპი დაიწყო

შუახევში, 7x7 ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის ,, მასტერ ლიგის" შუახევის მუნიციპალური ეტაპი დაიწყო.

ერთმანეთს დაბა შუახევისა და სოფელ წყაროთის გუნდები დაუპირისპირდნენ. გუნდებს შორის შეხვედრა შუახევის გუნდის გამარჯვებით 5:1 დასრულდა. 

„მასტერ ლიგის" მუნიციპალურ ეტაპში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის სხვა გუნდებიც მიიღებენ. გამარჯვებული გუნდი აჭარის ,,მასტერ ლიგის“ რეგიონულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

,, მასტერ ლიგა“ 7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზაციითა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

7x7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პროექტებში საქართველოს 11 რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო.

პროექტის მიზანი ფეხბურთის მასობრიობის გაზრდასთან ერთად, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუნდების რაოდენობამ 212 შეადგინა.  

 

 

 

 

(NS)


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics